უფლებადამცველები 8 ნოემბერს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან სპეცრაზმის მიერ წყლის ჭავლით აქციის დაშლის დროს დაშავებულ ჟურნალისტებზე განხორციელებული ძალადობის გამო სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ითხოვენ. ორგანიზაციამ - "უფლებები საქართველო" - შესაბამისი სარჩელით პროკურატურას უკვე მიმართა. ორგანიზაციაში ფიქრობენ, რომ აქციის დაშლის დროს სამართალდამცავმა ორგანოებმა მედიის წარმომადგენლების უფლებები შელახეს. ორგანიზაციის იურისტი მიიჩნევს, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრას და დაშავებულ ჟურნალისტებს დაზარალებულის სტატუსი მიანიჭოს.
ორგანიზაცია „უფლებები საქართველოს" მოთხოვნა
13 ნოე 202010:52
3 წუთის საკითხავი